წარწერა პირველ წიგნზე


შენ რომ მყოლოდი, სითბო-ალერსი
დამიმწიფებდა რითმებს სიტკბოთი
და ყოველ სიტყვას ყოველ ამ ლექსის
მე უკეთესი გრძნობით ვიტყოდი.

გზა მშვიდობისა, პირველო წიგნო,
მიგყვება ჩემი გულის ფანცქალი,
გააცნო უცნობ მომავალს იქნებ
ამ ჩემს უბრყვილო გულში რაც არის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი