წვეთი
ო, წვიმის წვეთო, გავიგო მინდა, რა მოგაქვს ახლა მაღალი ციდან? _ მე ხომ მიწიდან ავედი ღმერთთან და ახლა ისევ მიწას ვეწვევი, რომ არა წვეთი, არამედ მერქვას _ ვარდი, მტევანი, ვაზი, ლერწები. _ ო, წვეთო, ნეტავ ეს ჩემი სულიც, როდესაც ჩემი ტანი მოკვდება, შენსავით ნისლად ცაში ასული, დაბრუნდებოდეს ყვავილ-ფოთლებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი