ხე იდგა
მთაზე ხე იდგა განმარტოებით, ცაზე მიწის დარდს წერდა რტოებით. ისე ბრგე ჩანდა, ისე მაღალი, ისე ეკავა მიწა და ზეცა, ავდრები თავზე გადანახალი ჩამოიფურცლა, წიგნად დაკეცა. მე კი მეგონა მასზე მიყრდნობილს, გაიგონებდა, რასაც ვიტყოდი... ტანზე უტოვა დრომ იარები თუ ისიც დაჭრეს ჟამთა ეჭვებმა?! ის იდგა მე კი თუმც ვიარები, იგი ყველაზე ბრძენი მეჩვენა. იდგა ხე მთაზე განმარტოებით, მიწის დარდს ცაზე წერდა რტოებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი