ჯილდო
საქართველო აჯილდოებს განა მხოლოდ შვილს და პოეტს, _ აჭარაში გადარჩენილ ქართულ სიტყვას აჯილდოებს. უხარია ხიხან-სხალთის ფიქრებს, სევდად დანატოვებს, გაღვიძებულ დანდალოში განედლებულ ვაზის რტოებს. გონიოში ბებერ კედლებს ფრთას ზღვაური დაატოლებს, ამღერება მოუნდება სამასი წლის სიმარტოვეს. სინაზეზე ნაზად დედა ალერსს ჩამიიადონებს, ახალ ნანას გამაგონებს, კვლავ სიყვარულს შთამაგონებს. დღეს ჭოროხი კახაბერში ჯავრის ზვირთებს დაიმდორებს, გადარჩენილ მის სიმღერას საქართველო აჯილდოებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი