ზღვასთან მოჭიდავე
აგერ, ამ კაცს, ძველ "მოსკვიჩში" რომ ზის და ღია კარიდან ფეხები გამოუჩრია, დიდი ხანია ვიცნობ. ცალი ფეხი ოდნავ მოკლე აქვს, და კოჭლობს, მაგრამ ძალიან ჯანსაღი, მკვრივი, ენერგიული და მხიარული კაცია. ამ კოჭლობას ისე შეჩვევია ბავშვობიდან და ისე მოხდენილად მოიქნევს ხოლმე თავის ეხულს, რომ თვით ცნობისმოყვარე ქალიც კი ვერავითარ ნაკლს ვერ შენიშნავს. მოიცა, მოიცა, ჩამოდის, ნეტა ხომ არ დამინახა? მაგრამ თუ სასურველი ნაცნობი დაინახა. აღარ მოეშვება. ჩაისვამს მანქანაში, ან გაუყრის მკლავში მკლავს და ჰაიდა, _ გაუყვება განზე სამუსაიფოდ. მაგის ამბის მოყოლას ბოლო არა აქვს. ისე, მუდამ საინტერესოდ ყვება, დაძაბულად, ხანდახან ავიწყდება ერთხელ ნათქვამი და ხელმეორედ დაგიწყებს მოყოლას, მაგრამ რას იზამ, ხომ ვერ გააჩერებ! შარშან, ასე, იანვრის შუაგული იყო მგონი, ზღვის პირას გავედით და რას ვხედავთ, ვიღაც ბანაობს ამ სუსხში. მართალია, იმ დღეს მზიანი ამინდი იდგა, მაგრამ სამი დღის წინანდელი თოვლი ზედ ზღვამდე ეფინა მიწას. ვიფიქრეთ, ხომ არ შეიშალა-თქო ეს კაცი! მივუახლოვდით თუ არა, იმ წუთში ვიცანი; წეღან აქედან რომ `მოსკვიჩით~ წავიდა, სწორედ ის იყო. _ ჰო, გამარჯობა, ჯაბა! _ მივაძახეთ. _ რას შვრები, კაცო? რა ამბავია, ეს? _ არაფერი... _ გვიპასუხა მხიარულად, _ აგერ, ზღვასთან ვჭიდაობ და. _ ამოვარდა წყლიდან, გაირბინ-გამოირბინა, თოვლი აიღო, ტანი შეისრისა, გახურდა თითქოს და ქშენით ისევ ზღვაში გადაეშვა. ~ზღვასთან ვჭიდაობ~ _ ძალიან ნათქვამია, ხომ? მართლაც ზღვასთან ჭიდაობდა კაცი და ბეჭებზე დააწვინა კიდეც ზღვა. ცოლი მყავს თუ არაო, მეკითხები შენ? ჰმ... გამეცინა. გიკვირს? აჰა, უკან მოდის ჯაბას `მოსკვიჩი~ ვეღარ გავასწრებთ, ხომ? დაგვინახა. გაჩერდა კიდეც, შეხედე, გაჩერდა, ხელს მიქნევს... მივიდეთ... რაღას იხამ აბა. _ წამოდი, კაცო, შენ რა გინდა, წამოდი. არ მოგეშვება. არავინა ყავს რომ დაელაპარაკოს და გიჟდება. დღეს კვირა დღეა. რა ქნას. ხედავ? გაიღო უკანა კარი. ესე იგი ჩაჯექითო. ჩქარა ცოტა, კაცო. _ ეს ჩემი მეგობარია. გაიცანი, ჯაბა. _ ჯერ შენ გამეცანი და მერე შენი მეგობარი გამაცანი, _ დიდი სერიოზულობით მეუბნება და ხელს მართმევს. _ სად მუშაობს? _ არქიტექტორია. _ აბა, ერთი იმ ახალ კვარტალთან ჩავიაროთ, პიონერთა პარკს რომ მიუშენეს და, თუ მაი შენი ამხანაგი არქიტექტორია, მაგას იქ ვეტყვი სათქმელს... ჩემი ღიმილი და თვალის ჩაკვრა შენ ხომ გაიგე, რას ნიშნავს? ახლა ეგ ვითომ ხუმრობს, მაგრამ ისე იმ კვარტალში აგებული შენობების გამო მართლა უნდა გეჩხუბოს კაცმა. ერთი შენც!... ვითომ არ იცი. მაგი სტანდარტებია, ზემოდან მოდის... ~მოსკვიჩი~ დაიძრა. ქუჩის შავი, დამკვდარი, შუაზე თეთრად გახაზული ასფალტი კანკალით მიცურავს ჩვენს ქვეშ. არ ვიცით, სად მივდივართ. ზღვასთან მოჭიდავე კაცი საჭეს უზის და ენერგიულად ლაპარაკობს. თვალები, რომელიც პატარა გატეხილი სარკიდან შემოგხედავს ხოლმე, ცივია, მაგრამ მისი წამიერი ღიმილი თბილია და გულითადი. _ თქვენ ალბათ, არ გეჩქარებათ, მე აქ უნდა გავჩერდე... _ თქვა ჯაბამ და მანქანა მარჯვენა მხარეს მიაყენა, კვიპაროსთან. _ როცა აქ ვდგევარ, არ ვლაპარაკობ და... ბოდიში, რომ არ ვლაპარაკობ. _ ისეთი სერიოზულობით გვეუბნება, გეგონება კაცი ფიცის წარმოთქმას აპირებს რაღაც მოვალეობის წინო. ვართ ჩვენც გაჩერებული. ჩვენს წინ რამდენიმე სამხედრო მანქანა დგას. იქით ჰოსპიტალია. მარცხენა მხარეს აგურის ერთსართულიანი სახლია მოზრდილი ეზოთი. ეზოს შუაგულში, ონკანთან, ვიღაც ქალი სარეცხს ავლებს წყალში. ამ დროს ეზოში ხელიხელჩაკიდებული პატარა თეთრხალათიანი ბავშვები გამოვიდნენ. ალბათ იქ საბავშვო ბაღია. ვატყობ, ჯაბაც იმ ეზოსკენ იყურება ხშირ-ხშირად. პატარები რომ შენიშნა, ქალი წელში გასწორდა და ბავშვებს დაუწყო ცქერა. _ დედიკო!.. დედიკო! _ ეძახის ბიჭუნა ქალს, ქალი ხელს უქნევს და უღიმის შორიდან. თან ჩვენი ადამისდროინდელ `მოსკვიჩისაკენ~ აპარებს თვალს. არ გჯერა? აბა დააკვირდი, მაგრამ ჯაბამ არ შეგნიშნოს, აქ რაღაც საქმეა, ატყობ? ამ დროს მეზობელი სახლიდან გამოვარდა სქელი, მუგუზალივით ალაპლაპებული მამაკაცი, პირდაპირ ჩვენკენ აიღო გეზი. ვიგრძენი, ჩვენი საცოდავი მანქანა ათუხთუხდა, აკანკალდა, ჯერ თითქოს ოდნავ შეხტა, ნელა დაიძრა, მაგრამ იმ სქელმა მამაკაცმა ხელი ასწია და რაღაც დაიყვირა. მანქანა შედგა. ჯაბა იმავ წუთს ძირს ჩამოვიდა და მისკენ მომავალს შუა ქუჩაში შეეგება. _ ერთი მითხარი, რას ჩერდები ყოველდღე აქ და რას აშტერდები ჩემ ქალ-ბაღანას! _ მეხივით დააყარა იმ კაცმა ჯაბას. რაღა ჩვენ შევხვდით ამ უცნაურობას, არა? შენ ისე შეჰყურებ, რომ ჩემი აღარც გესმის. კარგი, ვნახოთ... _ ნუ ყვირი, ქუჩაში ნუ ყვირი!.. _ უთხრა ჯაბამ. თვითონ გაცილებით დაბალი და თხელი იყო, მაგრამ გაბედულად წაავლო მკლავში ხელი და ეზოსაკენ წაუბიძგა, _ იქ ვილაპარაკოთ, თუ რამე გინდა. რაღაც დიდი ხნის ამბავიაო, შენ მეუბნები? მართალი ხარ, მეც ასე ვატყობ. მობეზრდათ ალბათ ყველაფერი და დღეს უკვე გადაწყვიტეს ბოლო მოუღონ ამ საქმეს. უყურე, უყურე... ქალიც როგორ მრისხანედ დაიძრა ამათკენ? ჭიშკართან შეჩერდნენ, ხმას ოდნავ დაუწიეს, მაგრამ მაინც გარკვევით ისმის. _ მითხარით, რაშია საქმე!.. _ ვერ ითმენს სიბრაზისაგან აცახცახებული წითური მამაკაცი, _ მეყო ამდენი დამცირება. მოხვალ, დაესობი და უყურებ ჩემს ქალს. ჰო, შენ თქვი, ფანძაკო! _ მიუბრუნდა ცოლს, _ შენ გამიმწარე სული... წეეთრიე და დეეგდე მასთან თუ გეჯავრები. ახლა უკვე მოტყდა, დადუმდა ჯაბა. თავი ჩაღუნა. ქალმა კი მგონი რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და: _ კი, მოდის! ჩემი ბრალია! ჰო, ჩემი ბრალია! გაგისკდა თავი!.. ნათრევი და გაფუჭებული დამეპატრონე. ათ წელიწადს უშვილო და უძირო ვირუჯებოდი, სხვის ბაღანას რომ შევხედავდი! მე ქალი ვარ... იცი შენ!? _ შე უნამუსოვ!.. ეგერ ბაღანა არაა?! ვისია! ქალმა ერთი შეხედა და გაჩუმდა, მაგრამ ეს გაჩუმება ისეთი იყო, ისე მოხედა ჯაბას, რომ ჩვენთვის ყველაფერი გასაგები გახდა. ამ სიტყვებზე წითური კაცი მთლად ხანძარს დაემსგავსა, ენა ჩაუვარდა, რაღაც მწარედ დაფიქრდა. ჯაბა აქეთ მობრუნდა. წამოსვლა დააპირა, მაგრამ... _ რატომ მიუბრუნდი! _ შეუტია ქალმა, _ მე აღარ მრცხვენია, შენ კი მირბიხარ? ქმარი მთლად დაიბნა და დაინგრა. _ ჰო, ასეთ... _ ჩაიგმინა მან და სახლისაკენ მიბრუნდა. თითქოს შესცივდა, ხალათი უფრო შემოიჭირა ზორბა ბეჭებზე. ჯაბა მოდის ჩვენსკენ ნელა. შენც ბრაზობ ალბათ. აბა, რა! ხომ ჩაიდინე? ახლა ეპატრონე საქმეს. _ ფიქრობ ალბათ. ქალი ამაყად დგას ჭიშკართან და ვეღარ გაურკვევია, რა უნდა მოხდეს ახლა. იქით, ეზოს სიღრმეში, მეზობლის ქალები გამოფენილან და უდიდესი დაძაბულობით უყურებენ სეირს. ~ტკუც~, დაიძახა კარმა და მანქანა ქაქანით გაშორდა იქაურობას. _ ბავშვი შენია, ჯაბა? _ მოურიდებლად ვკითხე. _ ჰო. _ მიპასუხა მან. შენ ისე შეჰყურებ, რომ ჩემი აღარც გესმის. კარგი, ვნახოთ... _ ნუ ყვირი, ქუჩაში ნუ ყვირი!... _ უთხრა ჯაბამ, თვითონ გაცილებით დაბალი და თხელი იყო, მაგრამ გაბედულად წაავლო მკლავში ხელი და ეზოსკენ წაუბიძგა, _ იქ ვილაპარაკოთ, თუ რამე გინდა. რაღაც დიდი ხნის ამბავიაო, შენ მეუბნები? მართალი ხარ, მეც ასე ვატყობ მობეზრდათ ალბათ ყველაფერი და დღეს უკვე გადაწყვიტეს ბოლო მოუღონ ამ საქმეს. უყურე, უყურე... ქალიც როგორ მრისხანედ დაიძრა ამათკენ! ჭიშკართან შეჩერდნენ. ხმას ოდნავ დაუწიეს, მაგრამ მაინც გარკვევით ისმის. _ მითხარით, რაშია საქმე!.. _ ვერც ითმენს სიბრაზისაგან აცახცახებული წითური მამაკაცი, _ მეყო ამდენი დამცირება, მოხვალ, დაესობი და უყურებ ჩემს ქალს. ჰო, შენ თქვი, ფანძაკო! _ მიუბრუნდა ცოლს, _ შენ გამიმწარე სული... წეეთრიე და დეეგდე მასთან თუ გეჯავრები. ახლა უკვე მოტყდა, დადუმდა ჯაბა. თავი ჩაღუნა. ქალმა კი მგონი რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და: _ კი, მოდის! ჩემი ბრალია! ჰო, ჩემი ბრალია! გაგისკდა თავი!.. ნათრევი და გაფუჭებული დამეპატრონე, ათ წელიწადს უშვილო და უძირო ვირუჯებოდი, სხვის ყაღანას რომ შევხედავდი.. მე ქალი ვარ... იცი შენ!? _ შე უნამუსოვ!.. ეგერ ბაღანა არაა?! ვისია! ქალმა ერთი შეხედა და გაჩუმდა, მაგრამ ეს გაჩუმება ისეთი იყო, ისე მოხვდა ჯაბას, რომ ჩვენთვის ყველაფერი გასაგები გახდა. ამ სიტყვებზე წითური კაცი მთლად ხანძარს დაემსგავსა, ენა ჩაუვარდა, რაღაც მწარედ დაფიქრდა. ჯაბა აქეთ მობრუნდა, წამოსვლა დააპირა. მაგრამ... _ რატომ მიბრუნდი! _ შეუტია ქალმა, _ მე აღარ მრცხვენია, შენ კი მირბიხარ? ქმარი მთლად დაიბნა და დაინგრა. _ ჰო, ასეთ... _ ჩაიგმინა მან და სახლისაკენ მიბრუნდა. თითქოს შესცივდა, ხალათი უფრო შემოიჭირა ზორბა ბეჭებზე. ჯაბა მოდის ჩვენსკენ ნელა. შენც ბრაზობ ალბათ. აბა, რა! ხომ ჩაიდინე? ახლა ეპატრონე საქმეს, _ ფიქრობ ალბათ. ქალი ამაყად დგას ჭიშკართან და ვეღარ გაურკვევია, რა უნდა მოხდეს ახლა. იქით, ეზოს სიღრმეში, მეზობლის ქალები გამოფენილან და უდიდესი დაძაბულობით უყურებენ სეირს. ~ტკუც~, დაიძახა კარმა და მანქანა ქაქანით გაშორდა იქაურობას. _ ბავშვი შენია, ჯაბა? _ მოურიდებლად ვკითხე. _ ჰო. _ მიპასუხა მან. _ მერე, ხომ ატყობ, ქალს მასთან აღარ დაედგომება, რაფერ დატოვე ასე? _ შენ არ იცი და გაჩუმდი... არ იცი შენ.. ვაცალე, ვიფიქრე, დანარჩენსაც იტყვის-მეთქი. _ მერი ქალიშვილი რომ იყო, ვირეოდი მაგისათვის... მაგრამ ზედაც არ მიყურებდა, ის კაცი მაშინ პრეზიდიუმში მუშაობდა. მე კი ვინ ვიყავი... ათწლედდამთავრებული. კატერის მატროსი, ბადისმომთიკრავი... წაყვა ცოლად. ბოღმა, ჯავრი მიჭერდა, მაგრამ მაინც ვეძებდი მაგას. ვითომ რაღაცას ველოდი. სულ მალე მოხდა ის, რაც ხშირად ხდება, ქმარი გააბითურეს. _ იმიტომ, რომ თავიდან გლახაკი იყო და გაუგეს. ამას უშვილობაც მიემატა, მერი მობრუნდა ჩემკენ მაშინ უკვე შემნიშნა, დამინახა, ბავშვი მკითხე? ჩემია, ჰო. არცა ვმალავ და არაფერი. ავენთე, გავჯავრდი ჯაბაზე. _ რას დატოვე ქალი მარტო. არ იცი, რომ ქმარი ახლა დალეწავს ყველაფერს და დააგდებს ცოლს? რაც იყო, იყო. მერის ახლა მხოლოდ შენ ყავხარ... _ ახლა! აბა მაშინ რატომ ვერ დამინახა; ამ ხნის კაცი ამდენი ხანია უოჯახო დავდივარ. _ მაგრამ ხომ ფიქრობ მასზე? ხომ ელოდი რაღაცას. მერე ბავშვი? _ ბავშვი!.. _ ჩაილაპარაკა და პარკის ჭიშკართან შეაჩერა მანქანა. _ მოაბრუნე და წავიდეთ. ცუდი ამბავი მოხდება აქ. მერი უნდა წამოიყვანო ახლავე, ჯაბა, ჰაიდა! _ ვეუბნები. ის გაოცებული იყურება წინ და მისმენს, თან ყოყმანობს, ვატყობ შეწუხებულია ძალიან. _ ბოდიში, მაგრამ ერთი არაყი უნდა გადავკრა, იქნებ სული დავიმშვიდო. საკმაოდ გვიანია, თანაც გრილა. ის მაინც გადაეშვა წყალში, ყველაფერი თან დააქვს მანქანით, რაც ბანაობას სჭირდება. შენ იმდენი დრო აღარ გქონდა და ჩვენ აღარ დაველოდეთ მანქანაში. მერე ექვსი თვით რუსეთში იმყოფებოდა, ჯაბას ამბავს ვეღარ გაიგებდი. ერთ ხანს კინაღამ მეც მიმავიწყდა. ზამთარში ისევ ზღვაზე ვნახე ჯაბა. მის მეტი არავინ ჩანდა მთელ სანაპიროზე, არც გაისვლებოდა. ის კი ბუღრაობდა ზვირთებში. _ არა, მართლა გადაირიე, ჯაბა, რა არის ეს? _ არაფერი, ზღვასთან ვჭიდაობ და... _ მითხრა სიცილით, _ დამაცადე, ჩავიცვამ, ერთად წავიდეთ. ამოვარდა, ტანი შეიმშრალა, ჩაიცვა და ერთად ამოვიარეთ პარკის უფერული ხეივანი. მისი პატარა მანქანა სწორედ იმ ჭიშკართან იდგა, სადაც დავტოვეთ მაშინ. ხომ გახსოვს?.. შევიხედე შინ, რას შეიხედავ: მერი და მისი პატარა ბავშვი მიკუნტულან და ელოდებიან. _ გაიცანით, ოჯახობა... _ მითხრა ჯაბამ. ისე გამეხარდა, პირდაპირ ვერ აგიწერ. არაფრით არ გამიშვეს, მეც თან წამიყვანეს. ოთახში თბილი ღუმელი იდგა და მის ზემოთ ძაფზე დიდი ჩინური პირსახოცები შრებოდა. ქალმა სასწრაფოდ ჩამოხსნა ისინი და ღიმილით თუ სიამით მოიბოდიშა: _ რა ვქნა, ზღვასთან მოჭიდავე ქმარი მყავს... დაბრძანდით... 1965
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი