სალომე ბენიძე - მწერალი, პოეტი

სალომე ბენიძე - ფოტო სალომე ბენიძე დაიბადა 1986 წლის 12 ნოემბერს, ქუთაისში. 2003-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენცის მონაწილე. გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი ორი პოეტური კრებული: მოხსენებითი ბარათი (2011), ამბავი უძინართა (2013). თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი ჩემი მხრიდან, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი ოქროს გალია.