შიო არაგვისპირელი - მწერალი

შიო არაგვისპირელი - ფოტო

შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) დაიბადა 1867 წლის 4 დეკემბერს (16 დეკემბერი), სოფ. ქარისხევში (ან თანდილაანთკარი – ახლანდელი დუშეთის რაიონი) ღარიბი მღვდლის ოჯახში.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-იდან), შემდეგ (1883-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; 1889 დაამთავრა სემინარია და 1890-იდან ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.

შიო არაგვისპირელი გარდაიცვალა 1926 წლის 2 იანვარს, თბილისში. დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში.

წყარო: burusi.wordpress.com