9 მარტი
წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია, ტყვიას ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა. გულზე მარტყია სიკვდილის ხვია, ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა. რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება, ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს, ჩემი ოცნება აქ დამიწყდება და გზებზე მარტის წყევლა მატარებს. მეგონა მთაზე ყვავილებს მოვკრეფ, ცისკრიან ბალახს დამიფენს ვაკე... მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს, მერმე მეც ხიშტით მესროლეს ცალკე. დამიჭირეს და პირი დამიხშეს წუხელ, მკერდში ვარამი ვეგარ ჩავტიე, ჭერი მეწვის და ვერავის ვუმხელ, სამშობლოვ შევცდი და მაპატიე. ეს წინაპრის თუ ჩემი მარცხია, ქვიშა გამშრალა და მეც გავშრები. დედავ თბილისო, სისხლი გაცხია, სისხლში განბანეს შენი ბავშვები. მეწამულ ფერით მტკვარი ხელდება, მლაშე ცრემლებმა ქვები დაღარა, ნუთუ თბილისი უკვე ბერდება და მთებს ედება ნისლი ჭაღარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი