ბარათი მთიდან
სვანეთში მივდივარ, მთებში და მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად, ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. გამორბის მდინარე ბღავილით, ნაპირებს ცრემლებიმოვწმინდე. მთის ფერდზე წერწეტა ყვავილი მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე. შურთხი ჰქრის წარაფის კუთხიდან, მთაზე ვინ გაჰკიდა ბაწარი. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი. სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე, მიყვარხარ, ვინ იცის, რარიგად. ეგების ლატფარზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი. მოვდივარ,გზა მხვდება ახალი. სვანეთში ბევრია მწვერვალი და შენ ხარ ყველაზე მაღალი
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი