მთების გალობა


წითელ-ყვითელი ნაზი ბორცვები,
მზე ჩამავალიგვირგვინს ედრება,
მთები აწვდილან, როგორც ლოცვები,
და ზღვა გართხმულა, როგორც ვედრება.

აჩუქურთმებენ ნაპირს ჩრდილები,
თუნუქით ფოთლებს ყრიან დაფნები.
მამულის ძახილს ვემორჩილები,
ჭოროხისმღვრიე წყალს ვეწაფები.

ვინ გადაღვარა მთებში მაჭარი,
ლაჟვარდი ვრცელი და უსაშველო.
დამეჩვენება: მთები აჭარის
მშვიდად გალობენ სარფის გარშემო.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი