სერაფიტის გამოხმობა
ქარიშხალმა დაგიმსხვრია დარბაზი, ფრთამომტყდარი დაგტიროდა არმაზი. იმ დროიდან მტკვრის ნაპირზე გელოდი, დავიღალე, მოიგვალვა ველობი. ახლა შეგხვდი,მოშრიალდი კალომდი, კვლავ მიმღერე რასაც ძველად ჰგალობდი, უხსოვარ დროს რომ ვგალობდით მე და შენ, ორ მდინარედ შემოსული მცხეთაში. სამარეში გარინდულხარ ასული, რომ კუბოში ჩაგვეფუთნა წარსული. შენი ხმები-შენახულა ჰაერში, გარინდული, შესუდრული კაეშნით! მე შევარხევ, შენი ტკბილი ღუღუნი განმეორდეს, გაარღვიოს უკუნი. დამიჯერე, მეწვის სულის სანათი, მოგიტანე ხილით სავსე კალათი. ხილს შეახე თლილი ხელი ლაღობით და იგემეჩვენი მიწის ნაყოფი. წამოდექი, ყელი წამოიღერე და ტკბილი ხმით შენ ვენახზე მიმღერე. სილამაზე მოგვიტანე სამარით, წელზე გერტყა ვაზის წნული ქამარი. ღვიძავს მცხეთას, გაიღვიძეს მამებმა, ღვიძაბს არმაზს,აღარ ესმის ვაება. ჩუქურთმა ხარ,სიმღერა ხარსაწუთროს, ტურფადაო,შენმა ფერფლმა გვაკურთხოს. სამარეა თუ წარსულის საგულე დატოვე და სილამაზე გვარგუნე!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი