ცხოვრების გზაზე


წინათ ზღვის პირად შემხვდი ნატიფი,
შენ მომაშორე ჩრდილი სიავის.
გეფერებოდა თითქო სათიბი
და მოვარდნილი ზღვიდან ნიავი.

ზღვაზე ვერ ვნახე აფრა ვერც ერთი,
როგორ მოფრინდი,ჰპოვე მიზგითი.
მე შენს სიყვარულს მთებში ვეძებდი,
მერმე ზღვის პირას დიდხანს გიცდიდი.

გულში შემოხველ, კარი დავლურსმე,
გზაზე გავკაფეთ ჯაგი და ტევრი.
ბევრჯერ გავშალეთ ჩრდილში საუზმე
და მეგობარი შემოგვრჩა ბევრი.

კერის ცეცხლივით ენთო იმედი,
ადრე გრძნობები მუდამ ჭარბია.
წელი დაგვესხა ოცდაჩვიდმეტი,
შინ შემოვარდა და დაგვარბია.

მაინც არ გავტყდით, არ დავიფუკეთ,
მამულს გავყევით გზებზე მხარდამხარ,
ახლა არ სჩანხარ შენ, სიჭაბუკევ,
შენ, გაზაფხულო, მაინც სადა ხარ?

ისევ ზღვასთან ვარ, როგორხ დასჯილი,
მსურს სამკურნალო ბალახი ვთიბო.
შენ კი შორს წევხარ მხარში დაჭრილი
და მე მერყევა სიცოცხლის ლიბო.

დღეებს ვითვლი და ბევრჯერ გინატრე,
ვერ დავასრულე შენთვის უსტარი.
ღამემ წამართვა წუთით,სინათლე,
თუ ცისფერ ცისკარს ვერ მივუსწარი

მოვჯობინდით და ვფუსფუსებთ უკვე,
სამშობლოს შველას შევთხოვ ხანდახან,
საით გაფრინდი შენ,სიჭაბუკევ,
შენ, გაზაფრულო, მაინც სადა ხარ?

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი