ძველი ჭადარი


ჭადრის გაშლილი ჩერო სად არი,
ოქროს ჩარდახს რომ ადრე ფარავდა?
რამ დააბერა აგრე ჭადარი,
ან აგრე როგორ დაპატარავდა?

ვწუხვარ და მინდა წყალი ვუბოძო,
მერქანს ვეკვრი და ვემარტოვები,
გვალვით დამსკდარა ქერქი უკორძო
და გაძარცულან ჭადრის რტოები.

ბუნებამ შექმნა თვისი წესები,
სიბერეს წელში მოხვრა სჩვევია.
მაგრამ ფესსვები, ჭადრის ფესვები,
ჩემს სიჭაბუკეს შემოხვევია.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი