ხუმრობის მსგავსი
შრიალებენ ხეები და ნაწნავი შენი შრიალებს, როგორც ფუჩეჩი სიმინდის. მინდა გამკობდეს სითბო ბურბუშელის, ხაო აბრეშუმის, ფერი გიშერის. საჭიროა ტრფიალით მწვავდე, სანამ დადგება საწუთროს ბინდი. ვიაროთ ფეხით ცამდე, დავთუთქოთ ტერფები შიშველი დათუ ცა შეგხვდა, უთუოდ გვიშველის.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი