გარდაცვალება ..
შენი ნაბიჯით სიჩუმე დადის და უხერხულად დაბორიალობს ოთახში სადაც სიცარიელეს გაუდგამს ფესვი და სიმარტოვეს, ეს მერამდენე დღეა სიჩუმე წვება შენს თბილ და ნაცნობ ლოგინში, როგორც მდინარის დამშრალ ხახაში წყალი და თვალებს ტკივილი ხუჭავს. აკრეფილია შენი ფეხისხმა და სიჩუმისგან თავბრუდასხმული, როგორც სისხლიან ჯვარს ქრისტიანი ვეყრდნობი მძიმე და უხეშ კედელს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი