ჩვილივით სათნო და უდარდელი ..
ჩვილივით სათნო და უდარდელი, ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ, გამოაშუქებს ლანდი ნათელი, ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე. და უცნაური სურვილის შიშით ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _ ლანდი, რომელიც იზრდება ძილში და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს. მე ჩვეულებრივ ვინატრებ წვიმას, მე ჩვეულებრივ დავხუჭავ თვალებს, როგორც წყვდიადში დაჭრილის გვრინი და წითელ სისხლში მოსვრილი მთვარე. წაიღებს უცნობ სევდას და ფერებს, და გაშმაგებულ ვნებად ქცეული, უერთმანეთოდ ვიტირებთ მერე, ლანდი და ლანდის ცივი სხეული.
წყარო: biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი