შავად მბზინავი ანრაციტი აკავებს ბურუსს..


შავად მბზინავი ანრაციტი აკავებს ბურუსს.

ქვევით ზღვაა. დამრეცი ჩრდილით იწყება მზე-უდიადესი.

ის ღიმილი ღამით დამთავრდა.

მე ახალა ვდგავარ ჩრდილის ბოლოში

და კენწებს ვისვრი ნაღვლიან წყალში.

მზე კი იწყება არაფრისთვის, დამრეცი ჩრდილით.

მე კენჭებს ვისვრი დამშვიდებული

და ღვინოსავით ვეჩვევი სიკვდილს.

-ნუ წუწუნებ!-კვნმესოდა მგზავრი,-

ოღონდ თვალები დახუჭე და მზეს გაექცევი,

არ შეაჩვიო ხელები ზეცას, არ გაუხსნა ტუჩები მთვარეს,

მე არც იმ გზავრის სახე მახსოვს, არც ის სიტყვები.

-ოღონდ ფიქრები, რომ წარსული ხარ, და შინ არავინ გელოდება,

შენს ხმაზე რომ კარს გამოაღებს,

-წამოდი ჩემსკენ,-კვნესოდა მგზავრი,-

მე უფრო ღრმა ვარ და საიმედო,

ჩემი მკერდი უფრო გრილია,

უფრო მთრთოლვარე იდუმალი,-

შავ ანთრაციტზე მისხლტება ფეხი.

მეორე ქვეყნის ნაპირიდან იღვრება სხივი.

-თურმე ის მგზავრი იყო ბალახი,

ის ბალახი კი- დედამიწის სიტყვები იყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი