Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_bhbpb82tskmc2psrkom622vo1v, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას .. - თამაზ ბაძაღუა | პოეზია

შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას ..


შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას

და თუკი შეძლებ, მაშინ მთვარეს უნდა გაექცე,

უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას

და სისხლს ფიქრები აუკრძალო,

ხოლო სიზმარს- შემოსვლა შენში,

შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას

როგორც მზე ვეღარ დაივიწყებს საკუთარ სხივებს,

როგორც მინდორი მწვანე ბალახს ვერ დაივიწყებს.

აღფრთოვანებას გადაჩვეული

ჩემი თვალები მოძებნიან შენს სიჩუმესაც

და დავინახავ, როგორ იზრდება

შენს მაღალ ყელში სასორწარკვეთა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი