მიქელანჯელოს წერილი მეგობარს


...ვიტორიას კი გადაეცი, მშვიდად იყოს, როგორც ფოთოლი,
მსუბუქად, ნელა, რბილი სიჩუმით გაენდოს მიწას,
მე ეს, მიხრწნილმა ბერიკაცმა, ახლა გავიგე,
როდესაც ქვიდან გამოვედი. იმ ქვაში წვიმდა,
მარტო იდგა-თქო თვალგაყინული
ქარისა და საუკუნეების შუაგულში,
წყლით და პურით კვებავდა-თქო თვალგაყინული
ქარისა და საუკუნეების შუაგულში,
წყლით და პურით კვებავდა-თქო წყნარ მარმარილოს,
რომ მერე ნელა, რბილი სიჩუმით
დროის მეორე მხარეს თვალი მოეხუჭა-თქო.
უთხარი, ზოგჯერ უცნაურად სცივა-თქო გულთან,
უთხარი, წვიმს-თქო ფლორენციაში,
ისიც უთხარი, არაფერი არ სჭირდება-თქო,
თქვენ ვერ მოურჩენთ იმ წყლულეს-თქო, ვერ უწამლებთ-თქო.
ცეცხლმაც იგრძნო-თქო ჩემი სიჩუმე,
წყნარად ტკაცუნებს, მიბიძგებს-თქო უფლის შუქისკენ,
მე კი ძრწოლვით ავყურებ-თქო საკუთარ ხელებს,
ჩემი სიკვდილი მაცოცხლებს-თქო,
ჩემი ტანჯვა მახარებს-თქო, -ესეც უთხარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი