მე სიბნელიდან მომაქვს წყალი..
მე სიბნელიდან მომაქვს წყალი, რომლის ასტრალურ ბრწყინვალებაში შენ ირეკლები-როგორც მეორე მარადისობა. მე არ მაქვს იარაღი, ჩემი ჭრილობები რომ დავიცვა მძვინვარე არაფრისგან..... მე არ მაქვს ღამე და ჩემ გულში გამხმარი ტყეა და იმ გულიდან ჩემი ჩრდილივით გამოსრიალდება ექო, რომელიც ყველა სიტყვას წარსულში დგამს, ყინულოვანი ვარსკვლავივით... მე არ მაქვს სიტყვა, რომელიც გულს დაუბრუნდება, სიმშვიდის თანხმობის სიტყვა, ჩემი პირი ნაპერწკლებს ყლაპავს რათა იქიდან გამხმარი ტყის წითელი კვნესა ამოჩუხჩუხდეს... მე ჩემ სხეულებს ვაგროვებ დღეში, რომ შენი ჩრდილით შევაჩერო მათი უძლური გულგრილობა და აღგზნება საბედისწერო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი