როცა არგინდა..


როცა არგინდა, სწორედ მაშინ გაგახსენდება
ფრია ღრუბელი, მწარე ალხით გაწამებული
ზღვიდან აჭრილი ქარებით რომ მოიდევნება
და უმოწყალოდ სწურავს თავის თავს,
ეწვეთება ჩვენს გამშრალ მზერას,
ძველი კოცნების სიტკბოება რომ შეგვინახოს
და იმ კოცნების მწვანე ფერი გადაგვირჩინოს.
როცა არ გინდა, სწორედ მაშინ გაგახსენდება,
ცალ-ცალკე დგანან სიტყვები და ტუჩები ჩვენი,
ვერ მიაგნეს ერთიმეორეს,
ვერ ჩაიხუტეს ერთიმეორე
და ღრუბელივით საკუთარ თავს სწურავენ ასე....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი