ზარივით რეკავს ფოთოლი ყინულზე..


ზარივით რეკავს ფოთოლი ყინულზე, ხმა გადის ჩემში

და გამჭვირვალე ბურუსიც მატყობს, როგორ ვინგრევი.

ხმა ჭრის ალაყაფს, რკინის ცხაურს დაქერქივით ეკრობა ბურუსს,

რაღაც უძრავი გაყინულა ჩემსა და ჩემს შორის.

დიონისეს მხურვალე თესლი იღვრება წარსულში.

ზამთრის წერტილები აჩერებს დროს და მე ვიღვიძებ ძილით-

ცივად შეჩერებული ხეების უკან.

როგორც ფესვებს და კენწეროს შორის დიადი მიწა-

რაღაც უძრავი გაყინულა ჩემსა და ჩემს შორის.

ლპობა შეპარებული დრო ფრთას ურტყამს ჩემი თეთრი გულის ქვეშ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი