ჩემო ხელებო..
ჩემო ხელებო, ჩემო თვალებო, ჩემო სიტყვებო- მე თქვენ მჭირდებით უკანასკნელ ნაბიჯებისთვის, რომელიც ალბათ არის პირველი და ერთადერთი ღამე მკვდარი თავისუფლების, იმ ღამეს ღამე უნდა ვუთიოთ- ჩემო ხელებო, ჩემო თვალებო, ჩემო სიტყვებო, ნაჯახების ცეცხლოვან შუქზე, დამაბრმავებელ გაზების სუნში, როცა ხავსივით რბილი საკანი თქვენს ამოძახილს ჩაიხშობს შიგნით და დამთავრდება ნაბიჯები და იმ ბოლო ნაბიჯებისთვის გზა არ ექნება დედამიწას და იმ ბოლო ცრემლებისათვის გზა არ ექნება გულს, რომელმაც დასტოვა ყველა და იმ მკვდარ გულსაც სუფთა სინდისით გაანათებს როდესაც მთვარე- ჩემო სიტყვებო-თქვენ უნდა იქცეთ ჩემს ხელებად და ჩემს თვალებად, ჩემო თვალებო-თქვენ უნდა იქცეთ ჩემს სიტყვებად და ჩემს ხელებად, ჩემო ხელებო-თქვენ უნდა იქცეთ ჩემს სიტყვებად და ჩემს თვალებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი