დაბრუნება
შემთხვევით კარი შევაღე ორგან, დაუსხლტათ მტვერი დაბალ ფიცრულებს. ვერ მივხვდი: გული რა ჟინით ბორგავს, რად ჩავეხვიე ნერვების გორგალს ან გაზაფხული რას მაიძულებს. შემთხვევით კედელს ფეხი წავკარი და კედლის ჩრდილმა მაცდურად მითხრა. რომ სიგიჟეა ჩემი კანკალი, რომ გაზაფხული გრძელდება დიდხანს და როგორც ღმერთი, გამოჩნდა სიტყვა. თურმე ვიდექი უფსკრულის პირას და ჩემს უფსკრულში მწარედ ვღელავდი, თურმე ამაოდ მლოცველს და მტირალს ლიპი სიტყვების ბურბუშელათი მეხვეწებოდა ყოველი დილა. თურმე იდუმალ შიშით შებურვილს, თურმე მეტრფეს და თურმე პალადინს ჩამწყვიტეს გულში რაღაც მარადი და როგორც ღვინო ჭანგმოდებული თურმე საკუთარ სინდისს ვძმარავდი. თურმე სენაკში დუმილი მწირველს დახსნილი მქონდა ყველა ფანჯარა, თურმეამაოდ მივენდე პირველ ვნებას, რომელმაც უცებ გამჭვალა, და გამათრია წყვდიადის პირზე. შემთხვევით, მაგრამ მზე ამოვიდა... მე გავიხედე ორივე კარში, სხივი სიბნელეს ჭრიდა შორიდან, როგორც სულის და სხეულის კავშირს და კართან იდგა ჩემი ორი და...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი