ძველი სასტუმრო ,,ამეთვისტო\"..
ძველი სასტუმრო ,,ამეთვისტო\": ხვეული კიბე- ჩვენ იმ კიბიდან გადავედით XX საუკუნეში, ჩუმად დახრილი თვალების შუქით თხელი თითებით-ათრთოლებული მოაჯირს რომ ეხუტებიან, კაბის კალთის მორცხვი გაწევით- ჩვენ იმ კიბეზე ვიდექით დიდხანს პატრიარქალურ დისტანციით დაშორებულნი რაღაც სხვა შუქის მოლოდინში, რომელიც ჩაქრა. და თითქოს ორი საუკუნით ჩამოვრჩით კიბეს მაგრამ ის კიბის ყავისფერ ფონზე უფრო მკვეთრად ჩანდა ოთახი: ღია, ფარდებჩამოშვებული, სადაც გიჟივით გაიცინა ტკბილმა სიყალბემ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი