დაარბია და დაბერტყა დრომ..


დაარბია და დაბერტყა
დრომ
და დატოვა სახტად,
რა უცაბედად დაბერდა,
რა უცაბედად წახდა _
გუშინ არ იყო, გაზაფხულს
მაყარივით რომ ახლდა?!

ირგვლივ სიხარულს აფენდა,
სიკეთე ედგა ტახტად,
თუმცა თვალს ცრემლი უწვავდა,
შხამსაც ირგებდა შაქრად.
რამსიგრძე იყო სიცოცხლე
და ერთ წამში კი გაქრა...

რა უცაბედად დაბერდა,
რა უცაბედად წახდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი