რაღაც რომ ხდება უცნაური..
რაღაც რომ ხდება უცნაური, მარტო შენ იცი, გსურს, სხვებსაც უთხრა, გააფრთხილო, არ კი გაცლიან... ბოლავს სამყარო, გარდაცვლილი ბუნება იწვის... შემოდგომაა _ განშორება და კრემაცია... როგორც მახლობელ ჭირისუფალს, შავი გაცვია, გარეთ კი მშვიდად მოღიმარი ზამთარი იცდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი