ჩუმი ქალაქი..
ჩუმი ქალაქი, ბუდესავით, პატარა, ღია, კაკლის ხეებში ირწევა წყნარი და სახედრებზე აკიდებულ კოკებით მიაქვთ «თავგატეხილას» ყინულის წყალი. შუა ქალაქში, როგორც მწიფე, ჭრელი საზამთრო, სკდება და წითლად ღუღუნებს ჭორი... და აივანზე, ცისკარივით მშვიდად და ნაზად, გადმოფენილა მეეტლეს ცოლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი