ბოლო სტუმარი
ძველმა ოცნებამ სიბერის ბაღში მაინც მოაგნო უშუქოდ, უგზოდ, ძვირფასიც იყო და თანაც უცხო, ვით ნაშვილები ყრუ-მუნჯი ბავშვი. ისხდნენ კიბეზე გვერდიგვერდ ორნი და თითქოს ცაში ეკიდა სახლი... მდინარის ფშვინვა ისმოდა შორით... ეძინა სოფელს... არ ყეფდა ძაღლი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი