უეცრად..


უეცრად, როგორც ხსნა ან იმედი,
გამომეცხადა სამყარო მთელი,
შორი და უცხო, როგორც ტიბეტი,
შემოზღუდული მელოტი მთებით.

ღმერთის ეზოში ვესვენე თითქოს...
ჩამოდიოდა ღრუბელი ნაცრად...
და მკერდზე მეწყო, ხელების ნაცვლად,
უაზრო ფრენით დაღლილი ფრთები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი