თუმცა ისევ ძგერს..
თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა გული _ ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა. გაქცევას ცდილობს _ ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი, ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას? ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი, გაწბილებული, ნირწამხდარი, ღიმილით კვდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი