ჯარისკაცივით კუშტი ..
ჯარისკაცივით კუშტი სისხამი შლიდა ათასჯერ დაკეცილ კარავს და ილეოდა ქარში ის ღამე, დღემდე იდუმალ სათქმელს რომ მალავს. დაწრიალებდა ქარი შლეგივით, წყალს ებრძოდა და წყალთან დავობდა, მდინარე, როგორც სიზმრის შლეიფი, მიიჩქაროდა ამ სამყაროდან. და თრთოდა ტაძრის რუხი სხეული, თითქოს აკრთობდა ხმა გულსაკლავი და ღმერთის ცრემლი, კენჭად ქცეული, ცაზე ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი