შენი შეხვედრა
ჩვენ ისევ შევხვდით დიდი ხნის მერე, როგორ ვერ ვიცნობ შენს ვიწრო თვალებს და ღიმილს, შენ რომ ერთხელ დამალე და ისევ შევხვდი დიდი ხნის მერე. ბავშვი იყავი და არ გესმოდა: ყველა სახლიდან, ყველა ეზოდან შენ მოდიოდი, როგორც მდინარე, გზა ამიქცია და ამიარე და ვერ გაიგე, როგორ მწყუროდა. ჩვენ ისევ შევხვდით დიდი ხნის მერე, როგორ ვერ ვიცნობ შენს ვიწრო თვალებს… მოვა ირემი გალაღებული, მაგ თვალთა წყაროს ნელ-ნელა დალევს. ნელ-ნელა დალევს მჩქეფარეს უხვად, თითქოს თაფლია, თითქოს სულია… ვაი, როგორი უცხო ხარ უკვე და ის ლამაზი დრო წასულია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი