ლოდინი
გავაღე კარი…მეძახდა ვიღაც, ვერ მივხვდი უცებ-ხმა იყო ვისი. წითლად მოჩანდა შარაზე თიხა და წვიმდა, როგორც აპრილში იცის. ვიფიქრე, იქნებ დღეს დაბრუნდები, მერცხლის ბუდეს რომ გინახავ ჭერთან. ქარს კოკებივით მძიმე ღრუბლები თებრონესავით მოჰქონდაჩემთან. იქნებ აპრილის მოგყვეს ქარები, ან ჩუმად მოსვლა ირჩიო უფრო. მე დაგიტოვე ღია კარები და წამოვედი წვიმაში უხმოდ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
უუჰ ..