სწორედ ამ დროს...
სწორედ ამ დროს შარშან, სწორედ ამ დროს შარშან, შევხაროდით ერთად ალუბლების გაშლას. მივყვებოდით ქუჩებს, მდინარეს და ბაღებს, გაზაფხულის მძიმე, ლამაზ ბაირაღებს. უხდებოდათ ისე ქუჩებს სხივი დილის, რომ მინდვრები ჭრელი, ვეფხვებივით ჭრელი, აწყდებოდნენ თბილისს… დავდივარ და გეძებ, ასე ვფიქრობ-იქნებ, სხვა ღიმილით მიცქერ და სხვა სახელს ირქმევ, არ წასულხარ არსად, სულში ხარ და მღერი, იმოსები ახალ გაზაფხულის ფერით…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი