ვეღარ განკურნავს...
ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის… ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს, ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს. ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს… მეც ამ დიდებულ წამს ველოდები, ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი