როგორ გირჩიო
როგორ გირჩიო, რომ ბოლომდე მიენდო უფალს, რომ იხრჩობოდი, ხომ გასწავლა გაქნევა ხელის, მიანდე უფალს ამოსული ფილტვიდან სუნთქვა, თუკი გაქნევა ხელებისაც არაფერს გშველის და აღესრულე, როგორც წესი, მარტივად სუფთა, თუკი არ გინდა გიჟად ყოფნა, იყავი ბრძენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი