მე შევძლებ ..


მე შევძლებ. შენით სამყარო შევქმნა,
მე შენით შევძლებ სიკვდილზე ვწერო,
ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთან
და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო!
ქარია ახლა და სადაც ვდგავარ,
უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები,
ვჩანვარ, ასეა, შენითა ვჩანვარ,
გამწირავ - შენით გავიწირები.
ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი,
ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება,
შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალი
და ჯერ ართქმული აქვითინება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი