ამაღამ ..


ამაღამ მძლავრი იქროლებს ქარი _
ცა ისე შფოთავს, ისე წრიალებს,
ქართან პირისპირ დარჩება მთვარე
და მთვარის ირგვლივ ცა იტრიალებს.
პირქუშად დამდგარ დათოვლილ მთებზე,
ნისლები მსუბუქს დასდგამენ გვირგვინს...
მე კი,
ჰო, მე კი, რამდენსაც შევძლებ
ვიქნები მშვიდი,
რადგან ვარსკვლავებს სწყურიათ ასე,
ცათა უფალი ასე მკარნახობს,
რომ ეს სხეული ტკივილით სავსე
სულს ჩამოვხსნა და ქარში დავმარხო.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი