დავეწაფე ..
დავეწაფე, ვიღაცამ ბეჭებში დამტაცა ხელი, გავუძალიანდი, შევები, ავიხედე, კლდე აყუდებულიყო თვალებსველი... შემრცხვა... მუხლებში ჩავუვარდი და ვეჩურჩულები: _ თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ, კარგებო... მერე ნაბიჯის სიგრძე გამიზომეს, ბეჭები გადამიმტკავლეს, შუბლი ჩამიზოლეს, მკერდი გადამიტყავეს, მაჯა გამისინჯეს, მუხლი შემიმოწმეს, ქედზე მზე დამიმშვინდეს, დაიბუბუნეს: _ შაგერგოს!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი