დახურეთ ზეცა ..


დახურეთ ზეცა,
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ,
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ, ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ გაამღვრიოს
სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველასკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ.
გადამიტანეთ, მზის მხურვალე მტვერში
დამმარხეთ,
მიწის ცხელ მკერდზე ვარსკვლავებად
გამომაყაროს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი