მე შევცვალე მთვარე წუხელ ..
მე შევცვალე მთვარე წუხელ, დავცქეროდი ნარიან მთას! სთქვი,მამულო!რა გაწუხებს, სთქვი,დავდგები დარიალთან. სთქვი,დიდგორზე დავიქუხებ, ბებერ კრწანისს ავაღელვებ. სთქვი,მამულო!რა გაწუხებს და წამოვშლი არაგველებს. ტკივილებით მინამულო, სთქვი,თუ უნდა დარი ამ მთას. სთქვი,მამულო! სთქვი, მამულო! სთქვი, დავდგები დარიალთან. სთქვი, დღეს სული შეშლილია, მერე რა თუ შემოგვლევენ, გეშინია, გეშინია, გეშინია?! შემოგევლე. ვდგავარ ცივი გარინდებით, მშფოთვარ მიწას გადავყურებ, სისხლიანი ამინდებით შენს მოშუღარს დავაპურებ. სთქვი,დღეს სული შეშლილია, მერე რა თუ შემოგვლევენ, გეშინია, გეშინია, გეშინია, შემოგევლე!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი