გათენდი, თუ გათენდები ..
გათენდი, თუ გათენდები, თუ სტყდები, გატყდი ღამეო. ამდენი ნათლის ლოდინით ჩამოვშრი, დავიღალეო. რა ძაან დაჯანღული ხარ, ჩემო სამშობლო მხარეო. არ სჩანხარ, ცისკრის ვარსკვლავო. აღარც შენ სჩნდები, მთვარეო. ვდგევარ, ვდნები და ვკანკალებ, ცრემლი ჩამომდის ცხარეო. გათენდი, თუ გათენდები, გატყდი, თუ ტყდები, ღამეო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი