შენ შემოგევლე – ..


შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი…
ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს –
ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ –
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული…
შენ შემოგევლე –
სიყვარულზე მომინდა ფიქრი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

შენ შემოგევლე 😍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი