მამაკაცებში გადასახლდა დედათა სული ..


მამაკაცებში გადასახლდა დედათა სული,
დედაკაცებში მამაკაცთა სული ჩასახლდა,
ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი, სიოცხლის სურვილს,
ბნელ ხეობებში მიტოვებულს, ვგავარ ნასახლარს.
ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ მარჯვენას მკერდზე,
თავი მოვიკლა? არ მიტოვებს დრო სხვა არჩევანს,
ქართვლის დედებო, საქართველო შეიდგით მხრებზე,
რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.
კვლავ ცივი სისხლი გადამივლის დაფლეეთილ გულზე,
ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა ძალზე მდორეა,
თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ სამშობლოს ვუმზერ
და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე მგონია.
ვგავარ ჩემსავით დაყვითლებულს, ვცახცახებ ძვლებზე,
დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას,
ქართვლის დედებო საქართველო შეიდგით მხრებზე,
რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი