ბექას...
წვიმის წვეთებში შენს თვალებს ვეძებ, რა გინდა, შვილო, ამ მწვანე გზებზე.?! შენ უნდა ცათა ბილიკებს აჰყვე, აქ ქარი – ქარი ყველაფერს არყევს. შენს სულს ცის ლურჯი ფერი უხდება, მიწა დასცდის და შემოწუხდება. ცისკენ, ჰო, ცისკენ ფრენა ისწავლე – მიწას ბევრი აქვს წვა და სიმწარე. ხედავ ჩემს სახეს – როგორ დაღარა?! ხედავ ჩემს თვალებს – როგორ აღამებს?!. როგორ დამდრიკა დაუდრეკელი, ჩამომიზოლა შუბლის კედელი … მე მიწა ვარ და – მიწა ვერ დავთმე… შენ, შვილო, ცისთვის გიმზადებ საფრენს!.. იქ მზე თავისთან გიყოლებს ახლო, მზე იყოს შენი საყდარი – სახლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი