ითოვლოს ..
ითოვლოს, ფიქრებს შევეხიზნები… ითოვლოს და წვრილ ფიფქებს ქარი ცრის, არ ვიცი,რად მესიზმრები, რად მენატრები, არ ვიცი. საღამო როგორ ჩუმია, თოვლი ამძიმებს ლელიანს, მთვარე თეთრი და სრულია, მთვარე ფიქრივით ვრცელია. გზაზე არავინ არ მოდის, ავყვე,ვინმესთან ვიმგზავრო – მომბეზრდა, ძილი არ მინდა და შენ ამჯავრდი,სიზმარო. თოვლს, ღრუბლებს შევეხიზნები, ცივა და ფიფქებს ქარი სცრის, არ ვიცი, რად მესიზმრები, რად მენატრები – არ ვიცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი