მქუხარე სიმღერა უხდება ..
მქუხარე სიმღერა უხდება არაგვის ხეობას ნისლიანს, აქ უნდა ითრთოლონ მუხლებმა, არაგვი ამ თრთოლვის ღირსია. კარგია,კლდეები ბორგავენ ცა როცა ასეა გამწყრალი. ქარებო,პირიმზე მომგვარეთ, პირიმზე მზისფერი წაწალი. მოდიან,არწივი მოსწივის, ღრუბლები, ჟამ და ჟამ კრთებიან. კლდის თავზე გაშალეთ ქორწილი, მაყრები?! – მაყრები მთებია. ტყუილად ირღვევა ცარღვალი ამ ბინდებს გავიდე, დრო არი, ქორწილში სიმღერა სხვაგვარი გვინდა და იმღერებს ყორანი. რატომ იშლებიან ვარსკვლავნი, რა მალე აჰკეცეს კარვები. მოჰბეზრდათ ყორნების ყრანტალი, მიდიან დახრილი თავებით. მიდიან,ერთმანეთს უსწრებენ, მივკივი ჩამჯდარი ორბებთან. მე მთელი ცხოვრება ვუსმენდი, მაგათ ერთ ღამეში მოჰბეზრდათ. იმღერე, მერე რომ მიდიან, ჩანს, ჟამი მოვიდა თენების, კარგია,კლდეები ბორგავენ ცა როცა ასეა გამწყრალი. ქარებო, პირიმზე მომგვარეთ, პირიმზე – მზისფერი წაწალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი