-ოჰოო ..
-ოჰოო!- ამოიოხრა მუხამა მძიმედა, ხომ გაიგონე, იმედავ, კვნესა მუხისა?! ვინ იცის, ღიმილი უღირს რად ცასა, სხვისა ტკივილი სხვასა, სხვისა სიხარული სხვასა… ამოიოხრა მუხამ მძიმედა, იმედავ!.. -ტოტი მოსტყდა და კვნესოდა იმათაო, – მითხარი, ზურგი შეატრიალე, გამცილდი და უშნოდ გაიღრიჯე, ვირისთავო. მუხა კი კვნესოდა… მესმოდა… და გული მიბრაგუნებდა ბეჭიდან. სხვას როგორღა ვუთხრა, როცა ტკივილი მუხისა, უშნოვ, შენც ფეხებზე გეკიდა. – ოჰოო! – ამოიოხრა მუხამა მძიმედა. დაგაყრუოს გამჩენმა, იმედავ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი