მსურს და მინდა გიყურო – ..


მსურს და მინდა გიყურო –
ასე რატომ მიყურებ,
თავი არ მოიყრუო,
მე ვერ ვიტან სიყრუეს.
ყველაფერი რაც მინდვრად
თვალებს მოუხილია,
ეს ის არის, რაც მინდა –
შენი თეთრი ჩრდილია.
შენი თეთრი ჩრდილია
დღეს რომ ამლანდებია,
ასეთი იდილია
როგორ გადამდებია.
როგორ გადამდებია
ნაღვლიანი ხალისი,
აუ, რა ვარდებია,
რა თემაა ხვალისთვის.
მსურს და მინდა გიყურო
ასე რატომ მიყურებ,
თავი არ მოიყრუო –
მე ვერ ვიტან სიყრუეს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი